მოგესალმებით "ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს" ვებ გვერდზე.
ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო(JA Georgia) ჯუნიორ ეჩივმენტი მსოფლიოს (Ja Worldwide) პროგრამების განმხორციელებელია საქართველოში. ჯუნიორ ეჩივმენტი მსოფლიო კი, მსოფლიოში ეკონომიკური განათლების უძველესი, უმსხვილესი და ყველაზე სწრაფად მზარდი არამომგებიანი ორგანიზაცია. ორგანიზაცია დაფუძნდა დაფუძნდა 2002 წლის 25 დეკემბერს და დღემდე წარმატებით მოღვაწეობს საგანამანათლებლო სფეროში. 2006 წლის 1-ლი ივლისიდან ორგანიზაციას ოფიციალური საქველმოქმედო სტატუსი მიენიჭა.
მიზნები და ღირებულებები:
• შეასწავლოს საქართველოს მოქალაქეებს, რა არის "თავისუფლება" - თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ფარგლებში;
• შეამციროს სიღარიბე, გაზარდოს ცხოვრების სტანდარტები და სიმდიდრე საქართველოში;
• წაახალისოს ფილანტროპული და მოხალისეთა საქმიანობა;
• სტიმული მისცეს მეწარმეობას;
• შეაიარაღოს ბიზნეს-ეკონომიკური ცოდნით სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფები
ჩვენი ამოცანებია:
• ბიზნეს-ეკონომიკური ცოდნის გავრცელება;
• საქართველოში ახალგაზრდობისათვის ეკონომიკური განათლების პროგრამების შემუშავება, დანერგვა და განვითარება სამეწარმეო ორგანიზაციებსა და განათლების სისტემას შორის თანამშრომლობის გზით;
• საქართველოში პრინციპული, სოციალურად გათვითცნობიერებული, ეთიკურად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა;
• მოსახლეობის სხვადასხვა ფენებსა და ასაკობრივ ჯგუფებში ბიზნეს-ეკონომიკური ცოდნის საფუძვლების პოპულარიზაცია და განათლების დონის ამაღლება;
• საწარმოთა რესტრუქტურიზაციის პროგრამების განხორციელება ადამიანური რესურსების სხვადასხვა ბიზნეს-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებით
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე:
საქართველო, თბილისი, 0160, ჯ.ბაგრატიონის გამზ. №6, III სართული.
ტელ: 38 36 60 ; 38 36 76
ფაქსი: 38 36 70
Email: info@jag.ge |
|
|