+995 558 11 60 64

jag@jag.ge

უფასო ტრენინგი მასწავლებლებისთვის

ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო საჯარო და კერძო სკოლების, ასევე პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებსგიწვევთ უფასო ტრენინგზე „მეწარმეობის’’ პროგრამის სწავლებისთვის,„ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოსა’’ და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „სამეწარმეო განათლების მხრადაჭერა აღმოსავლეთ ევროპაში“ ფარგლებში, ასევე ახალგაზრდების The Entrepreneurship Skill Pass (ESP)-ის საერთაშორისო სერტიფიცირებაში ჩართვას.

The Entrepreneurial Skills Pass (ESP) არის სამეწარმეო უნარ-ჩვევების სერტიფიცირება ევროპული სტანდარტებით 15-25 წლამდე მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, რომლებიც გაივლიან „მეწარმეობის“ პროგრამას და შეიძენენ ისეთ საჭირო უნარ-ჩვევებსა და კომპეტენციებს, რაც დაეხმარებათ მათ საკუთარი ბიზნესის დაწყებაში ან წარმატებით დასაქმებაში.

 

ტრენინგის აღწერილობა:

ტრენინგის ხანგრძლივობაა 18 აკადემიური საათი (2 დღე). მასში განხილული იქნება მეწარმეობის  საფუძვლების სწავლების მეთოდოლოგია, კრეატიულ სწავლების მეთოდებთან ერთად გაანალიზებული იქნება, მოსწავლისათვის გამჭოლი „მეწარმეობრივი კომპეტენციის” ფორმირების მიდგომები და პედაგოგიური გამოწვევები.

ტრენიგ პროგრამა აღიარებულია, როგორც საუკეთესო სამეწარმეო პრაქტიკა „სამეწარმეო განათლებაში“ ევროპის ტრენინგ ფონდის მიერ (ETF).

 

სამიზნე აუდიტორია:

ტრენინგი გათვალისწინებულია საშუალო და კერძო სკოლების, ასევე პროფესიული  სასწავლებლების მასწავლებლებისთვის.

თქვენ გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა ჩაერთოთ ამ პროგრამაში და უფასოდ გადამზადდეთ, ამაღლებული კვალიფიკაციის მეშვეობით, კი შეძლებთ მისცეთ საკუთარ მოსწავლეებს საერთაშორისო სერტიფიცირების პროგრამაში მონაწილეობისა და ბიზნესისა და სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების საშუალებას.

 

„ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო“ უსასყიდლოდ: 

  • მოამზადებს მეწარმეობის პედაგოგს;
  • გადასცემს პედაგოგსა და მოსწავლეებს პროგრამის განხორციელებისთვის აუცილებელ სასწავლო რესურესებს;
  • განახორციელებს პროგრამის მიმდინარეობის მონიტორინგსა და პედაგოგთა მუდმივ კონსულტირებას სასწავლო წლის მანძილზე.

ტრენინგის ბოლოს „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო“ გასცემს კურსის სრულად გავლის საერთაშორისო სერტიფიკატს, რომელიც ცნობადია 123 ქვეყანაში.

დაინტერესების შემთვევაში გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 2017 წლის 15 ივნისამდე.

 

სარეგისტრაციო ფორმა