+995 558 11 60 64

jag@jag.ge

გაემგზავრე ესტონეთში!

კონკურსი მეწარმეობის საფუძვლების პედაგოგთათვის

JA საქართველო და Junior Achievement Eesti, ესტონეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებენ პროექტს „სამეწარმეო განათლების განვითარება საქართველოში - JA Georgia–სთვის კონსულტაციების გაწევით, მასწავლებლების მომზადებით და ახალგაზრდებისთვის სამოტივაციო–საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაზიარებით“. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოდან პედაგოგების და ტრენერების ვიზიტი ესტონეთში, ქალაქ ტალინში. 

კონკურსის საფუძველზე შეირჩევა 5 პედაგოგი, რომლებიც 2021 წლის დეკემბრის თვეში ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს წარმომადგენლებთან ერთად გაემგზავრებიან ქალაქ ტალინში, სადაც დაესწრებიან სხვადასხვა სახის ტრენინგებს, სემინარებს და მოსწავლეთა კომპანიების გამოფენა გაყიდვებს.

კონკურსში მონაწილეობისთვის სავალდებულოა, რომ პედაგოგმა იცოდეს ინგლისური ენა საშუალო დონეზე, 2021-2022 სასწავლო წელს ასწავლიდეს „მეწარმეობის საფუძვლებს“ და მისი მოსწავლეები უნდა იყვნენ ჩართულნი ESP-ის სერტიფიცირების პროცესში.

???? რეისტრაციისთვის გთხოვთ 2021 წლის 10 ნოემბრამდე შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ლინკზე ???? https://forms.gle/i1ncctqoXCzLk4158

☎️ დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით ნომერზე 558 000 701