+995 558 11 60 64

jag@jag.ge

ჩვენი ქვეყანა (11-დან 16 წლამდე)

ღირებულება 50

ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამები წარმატებული მომავლისათვის!

 

ჩვენი ქვეყანა - ეს არის ინტერდისციპლინური პროგრამა, რომელიც განუვითარებს ახალგაზრდებს მეწარმეულ აზროვნებას და დასაქმებისთვის მზადყოფნის განწყობას შეუქმნის, ხოლო მისი ინტერესის მეორადი სფეროებია: სოციალური მეცნიერებები, გეოგრაფია, ბიზნესი, ეკონომიკა, ეთიკა, კითხვა, წერა და მათემატიკა.

პრაქტიკული აქტივობებით პროგრამა ახალგაზრდებს აცნობს მეწარმეობისა და მასთან გადამკვეთი სოციალური მეცნიერების ადრეულ, პირველი საფეხურების სასწავლო მიზნებს, რომლებიც მოიცავს: ქვეყანას, რესურსებს, მიწოდების ჯაჭვსა და პრობლემის გადაჭრას რისკისა და პოტენციური მოგების შედარების საფუძველზე.

 

პროგრამის მიზნები:

პროგრამის გავლის შედეგად მოსწავლეები შეძლებენ:

  • გააანალიზონ, თუ როგორ იყენებს მეწარმე რესურსებს და თანამშრომლობს სხვებთან საქონლისა და მომსახურების საწარმოებლად;
  • გაიაზრონ, გლობალური კონკურენციის გამო როგორ იცვლება მოთხოვნა თანამშრომლებსა და წარმოებაზე.

 

 

I თემა

როგორია შენი ბიზნეს–იდეა?

  • მიიღონ თავისუფალ მეწარმედ ყოფნის გამოცდილება და გაიგონ, რას ნიშნავს მეწარმეობა.
  • გამოარკვიონ სამეწარმეო საქმიანობის დაწყების ძირითადი ფაქტორები.
  • შექმნან რეკლამა.
   

II თემა

დამატებითი გაკვეთილი – ბიზნესის ორგანიზება

  • ბიზნესის ორგანიზების სამი ფორმის იდენტიფიცირებას.
   

III თემა

რა რესურსები გვაქვს?

  • აღწერონ რესურსები, განსაკუთრებით ადამიანური და კაპიტალური რესურსები;
  • განმარტონ უკმარისობა და ალტერნატიული ღირებულება;
  • იმსჯელონ ტექნოლოგიაზე, როგორც ბევრი ბიზნესისთვის საჭირო კაპიტალურ რესურსზე.
   

IV თემა

სამუშაოდან სამუშაომდე

  • განსაზღვრონ ის უნარები, რომლებიც საჭიროა სწრაფად მზარდ და მაღალმოთხოვნად სამუშაო ადგილებზე;
  • გააანალიზონ საკუთარი უნარები და დაადგინონ, რამდენად შეეფერებიან ამა თუ იმ სამუშაოს.

 

 

V თემა

უნარების ნაკრები

  • განსაზღვრონ კარიერული კატეგორიები და ის საბაზისო უნარები, რომლებსაც ესა თუ ის სამსახური მოითხოვს;
  • შეადგინონ მარტივი რეზიუმე.
   

VI თემა

მსოფლიო კავშირები

  • აღწერონ, რას ნიშნავს სპეციალიზაცია და კონკურენცია ბიზნესში.
  • გაიგონ მრავალი ბიზნესის გლობალური საჭიროებები.
   

 

ტრენინგის ღირებულება: 50 ლარი

ტრენინგის ხანგრძლივობა: 10 აკადემიური საათი (5 შეხვედრა)

ჩატარების ადგილი:

წერეთლის ფილიალი - ქ. თბილისი, სლავა მეტრეველის ქ., N1

დიდი დიღმის ფილიალი - ქ. თბილისი, მირიან მეფის ქ., N52 (თავისუფალი სკოლა)

ცხელი ხაზი: 032 2 38 36 76 ან 558 11 60 64

ტრენინგზე რეგისტრაცია

გთხოვთ შეავსოთ ყველა ველი