+995 558 11 60 64

jag@jag.ge

ფულზე მეტი (11-დან 16 წლამდე)

ღირებულება 50

ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამები წარმატებული მომავლისათვის!

 

პროგრამა ფულზე მეტი პასუხობს ახალგაზრდების სხვადასხვა ჯგუფების საჭიროებებს – მათთვის ეკონომიკური განათლების სფეროდან დამაინტერესებელი, აკადემიური ცოდნის შემძენი და პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებული გაკვეთილების მიწოდებით.

პროგრამაში წარმოდგენილია შემდეგი ძირითადი კონცეფციები:

  • რა როლს ასრულებს ფული საზოგადოებაში;
  • დაზოგვა, გაზიარება/გაცემა, დახარჯვა;
  • როგორ გავხდე გონიერი მომხმარებელი;
  • შემოსავლის მიღება ბიზნესის დაწყებით.

 

პროგრამის მიზნები: 

პროგრამის გავლის შედეგად მოსწავლეები შეძლებენ:

  • უკეთ შეიმეცნონ ფულის ფენომენის საფუძვლები და შიძინონ ფულის შოვნის და ყაირათიანად განკარგვის უნარ-შესაძლებლობები;
  • ყოველდღიურ ცხოვრებაში ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ფულის მართვის საჭიროების აუცლებლობის გააზრებას.

 

 

I თემა

 

ფული ბანკში

  • განსაზღვრონ ფულის როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში;
  • განმარტონ პირადი საბანკო ანგარიშის სარგებლის მნიშვნელობა.
   

 

II თემა

 

ღირებულების აღქმა

  • განიმტკიცონ ფულის მართვის უნარები ბიზნეს და ეთიკური გადაწყვეტილების მიღების საშუალებით.
   

 

III თემა

 

შეინარჩუნე ბალანსი

  • შეუსაბამონ პერსონალური უნარები სამსახურებისა და თვითდასაქმების სახეებს;
  • გააცნობიერონ ბაზრის კვლევის არსი;
  • დაასახელონ პერსონალური შემოსავლის გაზიარების/გაცემის, დაზოგვისა და ხარჯვის 3-5 გზა.
   

 

IV თემა

 

ბიზნესის აწყობა

  • განსაზღვრონ ბიზნესის დაგეგმვისა და წამოწყების ძირითადი საფეხურები;
  • დაითვალონ მიმდინარე ხარჯები და შემოსავლები მცირე ბიზნესისთვის;
  • ჩამოაყალიბონ ბიზნეს-გეგმა საკუთარ სამუშაო უნარებსა და ინტერესებზე დაყრდნობით.
   

 

 V თემა

   

გახდი SMART–ი!

  • ივარჯიშონ სამომხმარებლო გადაწყვეტილებების მიღებისას SMART სისტემის გამოყენებაში;
  • დაადგინონ, თუ რა განსხვავებაა პირადი და ბიზნესის მიზნებისათვის ფულის ხარჯვას შორის.
   

 

VI თემა

 

 

რა არის სარგებელი?

  • ამოიცნონ ცრუ რეკლამები;
  • მოდელირებულ ბიზნესებში გამოიყენონ ფულის მართვის უნარები;
  • მოდელირებულ ბიზნესებში ჩაინიშნონ და თვალყური ადევნონ ფინანსურ შემოსავლებსა და ზარალს.
   

 

ტრენინგის ღირებულება: 50 ლარი

ტრენინგის ხანგრძლივობა: 10 აკადემიური საათი (5 შეხვედრა)

ჩატარების ადგილი:

წერეთლის ფილიალი - ქ. თბილისი, სლავა მეტრეველის ქ., N1

დიდი დიღმის ფილიალი - ქ. თბილისი, მირიან მეფის ქ., N52 (თავისუფალი სკოლა)

ცხელი ხაზი: 032 2 38 36 76 ან 558 11 60 64

ტრენინგზე რეგისტრაცია

გთხოვთ შეავსოთ ყველა ველი