+995 558 11 60 64

jag@jag.ge

სამეწარმეო განათლების ფესტივალი 2018

2018 წლის 25 მარტს სავაჭრო ცენტრში „თბილისი მოლი’’ „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო’’აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „სამეწარმეო განათლების მხრადაჭერა აღმოსავლეთ ევროპაში“ ფარგლებში მართავს „მეწარმეობის’’ პროგრამის სწავლებაში ჩართული მინიკომპანიების გამოფენა-გაყიდვას, სადაც წარმოდგენილი იქნება მეწარმეობის პროგრამაში მონაწილე 21 საუკეთესო მინიკომპანიის პროდუქცია.

მოსწავლეთა კომპანიებს საშუალება ექნებათ:

  • წარუდგინონ მათ მიერ დაფუძნებული კომპანიები საზოგადოებას;
  • გააცნონ საკუთარი პროდუქცია მომხმარებლებს;
  • მოახდინონ პროდუქციის რეალიზაცია;
  • მოსინჯონ საკუთარი უნარები და შესაძლებლობები მეწარმეობის ლაბირინთში.

 

ინფორმაცია პროექტის შესახებ:

2017-2018 სასწავლო წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 249 სკოლაში მიმდინარეობს „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს’’ მიერ მომზადებული პროგრამის „მეწარმეობის საფუძვლები’’ სწავლების პროცესი.

პროგრამა მომზადებულია „ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს’’ (JA Worldwide) „მოსწავლეთა კომპანიის’’ პროგრამის (Student Company Programme) მასალებზე დაყრდნობით, რომელიც აღიარებულია ევროკომისიის მთავარი დირექტორატისა და ევროპის ტრენინგ–ფონდის (ETF)მიერ საუკეთესო პრაქტიკად სამეწარმეო განათლებაში.

კომპანიის პროგრამის განხორციელებისას მოსწავლეები სწავლობენ, თუ როგორ მივიდნენბიზნეს-იდეიდან რეალური ბიზნესის ფორმირებამდე.ისინი ახდენენ საკუთარი მინიკომპანიის ჩამოყალიბებას,ირჩევენკომპანიის მმართველ დირექტორთასაბჭოს თანატოლებიდან, ახორციელებენკაპიტალის მოზიდვას, მომხმარებელთა საჭიროებების კვლევას, საქმიანი დოკუმენტაციის წარმოებას, ბაზარზე გააქვთ მათ მიერ არჩეული და ნაწარმოები საქონელი ან მომსახურება და ყიდიან მას.

სასწავლო წლის ბოლოსისინი ამზადებენანგარიშგებას და წარუდგენენ მასთავიანთ აქციონერებს.

პროგრამის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია მოსწავლეთა კომპანიების გამოფენა–გაყიდვა, სადაც თითოეულ მინიკომპანიას შესაძლებლობა აქვს, მოახდინოს პროდუქციის რეალიზაცია და გააცნოს საკუთარი საქმიანობა ფართო მასებს.

პროგრამის სამიზნე ასაკია 15-20 წელი და ის შესაძლებელია მიმდინარეობდეს ერთი აკადემიური წლის მანძილზე.