+995 558 11 60 64

jag@jag.ge

ინოვაციების ბანაკი: ინოვაციები ფინანსურ განათლებაში

2021 წლის, 26 და 27 ივნისს, ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის "სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში" ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით და ხუთი კომერციული ბანკისა (თიბისი ბანკისაქართველოს ბანკი, ლიბერთი ბანკი, ბაზის ბანკი, კრედო ბანკი) და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისი“-ს მხარდაჭერით, მართავს ინოვაციების ბანაკის 2დღიან ონლაინ  ღონისძიებას თემაზე „ინოვაციები ფინანსურ განათლებაში“.

 

თუ გსურთ,რომ თქვენი სკოლის გუნდი (10 მოსწავლე) ჩაერთოს ინოვაციების ბანაკის ღონისძიებაში გაეცანით ინფორმაციას ღონისძიების შესახებ და შეავსეთ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა.

 

ინფორმაცია ღონისძიების შესახებ

ინოვაციების ბანაკი ეს არის იდეების ინტენსიური გენერირების 2 დღიანი ღონისძიება, სადაც 15-დან 18 წლამდე 10 სკოლის 100 ახალგაზრდა (სკოლიდან 10 მოსწავლე) იმუშავებს  კონკრეტულიბიზნეს გამოწვევის გარშემო, რომლის შესახებაც უნდა წარმოადგინონ იდეები და ეფექტური მეთოდებით გადაჭრან პრობლემა. ასევე, მოსწავლეები სწავლობენ თუ, როგორ უნდა მოახდინონ იდეების განვითარება და ჩამოყალიბება შეზღუდული დროის პირობებში. მუშაობის პროცესში, ორგანიზების ყველა ეტაპი იქნება ონლაინ პალატფორმა ZOOM.US-ის მეშვეობით.

გუნდების ფორმირების შემდეგ ახალგაზრდები გაეცნობიან ბიზნეს გამოწვევას, რომლის გადაჭრის გზებზეც იმუშავებენ 2 დღის განმავლობაში. აღნიშნული ბიზნეს ამოცანა იქნება სპეციფიური და რეალური პრობლემების შესახებ. ეს კი ითვალისწინებს, რომ ისინი ღრმად უნდა გაეცნონ სხვადასხვა მიმართულებებით ქვეყანაში და მსოფლიოში არსებულ სიტუაციას, კარგად უნდა შეისწავლონ ინდუსტრია, სახელმწიფოს მოქმედების სტრატეგია და განავითარონ ისეთი საქონლის და/ან მომსახურების კონცეფცია, რომელიც დაეხმარებათ მათ პრობლემის სწორად და ეფექტურად გადაჭრაში.

გუნდებს ეყოლებათ გამოცდილი მენტორები და ასევე, ექსპერტები სხვადასხვა საბანკო  სექტორიდან, რომლებიც გაუწევენ ინტენსიურ კონსულტაციებს, მიაწვდიან საჭირო ინფორმაციას და დაეხმარებიან იდეების განვითარებაში.

ღონისძიებაზე თითოეული გუნდი ვალდებულია წარმოადგინოს ბიზნეს გეგმა და 4 წუთიანი პრეზენტაცია, რომლის მიხედვითაც ღონისძიების ბოლოს ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ გუნდს.

გამარჯვებული გუნდი დასაჩუქრდება სიმბოლური საჩუქრებით, ასევე, ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცემა 123 ქვეყანაში ცნობადი სერტიფიკატი „ინოვაციების ბანაკში“ მონაწილეობისათვის.

 

 რეგისტრაციის ბოლო დღეა: 18 ივნისი, 2021 წელი

 

სკოლების შესარჩევი სარეგისტრაციო ფორმა