+995 558 11 60 64

jag@jag.ge

პროექტის მენეჯმენტი მეწარმეობის საფუძვლების პროგრამაში

პროექტის მენეჯმენტის შესახებ ციფრული ელექტრონული სწავლების მოდული წარმოადგენს „პროექტის მენეჯმენტის ინსტიტუტის განათლების ფონდისა (PMIEF) და JA Europe-ს შორის არსებული თანამშრომლობის შედეგს.

 

პროექტის მიზანია

”ახალგაზრდებს მიეცეთ საშუალება, გააცნობიერონ თავიანთი პოტენციალი და შეცვალონ ცხოვრება პროექტის მენეჯმენტის საშუალებით”.

 

პროექტის პილოტირება საქართველოში

პროექტის ფარგლებში JA Georgia-მ და PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს და პროექტში ჩართულ მოსწავლეებს მენტორობას სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერები გაუწევენ, სხვადასხვა ბიზნეს სექტორიდან.

 

პროექტის მენეჯმენტის ელექტრონული მოდული

თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა პროექტის მენეჯმენტის მოდული, რომლის ინტეგრირებაც მოხდება ჯუნიორ ეჩივმენტის „მეწარმეობის საფუძვლების“ სასწავლო პროგრამაში და 2021-2022 სასწავლო წელს პილოტირების პროცესს გაივლის საქართველოს 50 სხვადასხვა კერძო და საჯარო სკოლაში.

პროექტის მენეჯმენტის მოდული ეს არის ელექტრონული სწავლების რესურსი, რომელიც შეიქმნა JA კომპანიის პროგრამის დამატებით მოდულად და უკავშირდება მის სასწავლო გეგმას. იგი ეტაპობრივად საშუალებას აძლევს სტუდენტებს გაეცნონ პროექტის მენეჯმენტის ყველაზე მოთხოვნად პროცესებს, უნარებსა და კონცეფციებს. ამ გზით მათ შეეძლებათ გამოიყენონ ისინი მოსწავლეთა კომპანიაში ან ნებისმიერ სამომავლო პროექტში.