+995 558 11 60 64

jag@jag.ge

სამეწარმეო უნარ-ჩვევების სერტიფიცირება

სამეწარმეო უნარ-ჩვევების სერტიფიცირება (ESP) არის საერთაშორისო კვალიფიკაცია 15-25 წლამდე სტუდენტებისთვის, რომლებსაც აქვთ რეალური სამეწარმეო გამოცდილება, შეიძინეს საჭირო ცოდნა, უნარები და კომპეტენციები, რათა დაიწყონ ბიზნესი ან წარმატებით დასაქმდნენ.

ESP მოითხოვს კომპლექსური სწავლების დასრულებას:

  • პირველ რიგში, სტუდენტები სასწავლო წლის განმავლობაში ჩართულნი არიან პრაქტიკულ სამეწარმეო გამოცდილებაში, სადაც მუშაობენ ჯგუფებში, მასწავლებლისა და ბიზნეს მოხალისეების ხელმძღვანელობით აქვთ შესაძლებლობა ჩამოაყალიბონ და მართონ მინი კომპანია.
  • მეორე მხრივ, მინიკომპანიის გამოცდილებაში ჩართვისას, მოსწავლეებს შეუძლიათ თავიანთი თავი შეაფასონ და გამოავლინონ მეწარმეობრივი კომპეტენციები, რამდენადაც ისინი პროგრესს განიცდიან მთელი წლის განმავლობაში.
  • და ბოლოს, მოსწავლეებს შეუძლიათ დაასრულონ სწავლება გამოცდის ჩაბარებით, რათა ჰქონდეთ დასტური, რომ მიიღეს განათლება ბიზნესში, ეკონომიკისა და ფინანსებში.

ESP-ის გამოცდა არის მაღალი დონის და საჭიროებს სტუდენტის ყურადღებას, კრიტიკულ და პროდუქტიულ აზროვნებას. მოსწავლეთა კომპანიის პროგრამაში ჩართვის გარდა გამოცდისთვის საჭიროა პირდაპირი სწავლება ან ინდივიდუალური მომზადება. ამისათვის დამატებითი მასალები არის ხელმისაწვდომი მასწავლებლისა და მოსწავლისთვის.